ყოველი წლის, სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას აჭარა სახალხო დღესასწაულს „ბათუმობა“ მასპინძლობს. დღის განმავლობაში ეწყობა კოსტიუმირებული წარმოდგენები, მსვლელობები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო-გასართობი თამაშები და თოჯინების თეატრის წარმოდგენები. ბათუმობა ტრადიციულად ღია ცის ქვეშ გალა-კონცერტით სრულდება, რომელშიც ყოველწლიურად ცნობილი ქართველი მომღერლები მონაწილეობენ.