ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარაზე გადაცემას ამზადებს
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ 42 წუთიან გადაცემას ამზადებს. “Travel Show”-ს გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის საზღვაო ტურისტული პროდუქტები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ადგილობრივი სამზარეულო მოხვდა.