აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული სააგენტოების მოწვევას. ამჯერად, აჭარის ტურისტული შესაძლებლობებს წამყვანი აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეცნობიან. დღეს, ისინი საქმიან შეხვედრებს მართავენ ადგილობრივ კოლეგებთან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. აზერბაიჯანელმა სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და სასტუმრო ინფრასტრუქტურა. დღეს, ისინი ქედის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნობიან, ადგილობრივ ღვინოსა და სამზარეულოს დააგემოვნებენ. ღვინის სახლში მათთვის ფოლკლორ შოუც გაიმართება.
აზერბაიჯანი აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს. მზარდია რეგიონში აზერბაიჯანიდან მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც. წელს, ფრენები იწყება ბაქოდან ბათუმის მიმართულებითაც. ავიაკომპანია „Buta Airways” ფრენებს 14ივნისიდან დაიწყებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.