სიახლეები - GoBatumi
გადაცემა „50 რეცეპტი“ აჭარული სამზარეულოს შესახებ

გადაცემა „50 რეცეპტი“ აჭარული სამზარეულოს შესახებ

აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს ბელარუსში პოპულარული კულინარიული გადაცემას „50 რეცეპტი“ 8 მილიონამდე მაყურებელი გაეცნო. 4 ვრცელი გადაცემა, რომელიც მთლიანად აჭარულ კერძებს, ფოლკლორსა და ტურისტულ პროდუქტებს მიეძღვნა „ Belarus 1” -ის ეთერში იანვრის განმავლობაში გადაიცემოდა.

რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით შეიცვლა გადაცემის ფორმატი. ის სტუდიის ნაცვლად ბათუმის ქუჩებსა და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში ჩაიწერა. გადაცემის მსვლელობისას წამყვანები მარინა კონდრატევა და  დიმიტრი კიპენი აჭარაში მოგზაურობენ და მაყურებელს სხვადასხვა აჭარული კერძის მომზადებას ასწავლიან, პარალელურად კი უყვებიან ისტორიებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, პროდუქტების და ადგილების შესახებ.

50 რეცეპტი“-ის ყველა გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: 

  გადაცემა 1  გადაცემა 2  გადაცემა 3    გადაცემა 4

თეგები: