ფიალით ხელში საუბრის ტრადიცია იწყება იმ დროიდან, როდესაც ადამიანები კვების წინ ლოცულობდენ. ქართველებისთვის სადღერძელო არის პატარა ლოცვა. ჭეშმარიტი ქართული სადღეგრძელო განსხვავებულია თავისი გულწრფელობით. ქართული სუფრის თავი და წარმმართველი თამადაა.
ფორმით, შინაარსითა და დანიშნულებით ამ ინსტიტუტის გამოკვეთილ პერსონაჟს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. თამადას ევალება სადღეგრძელოების თქმა და პურობის წესის თანმიმდევრული დაცვა. მასზეა დამოკიდებული ოჯახის, გვარისა და საერთოდ, ესთეტიკურ ღირებულებათა წარმოჩენა, გარდაცვლილთა მოგონება, დამსწრეთა დაფასება და პატივისცემა.
თამადა თავად უნდა იყოს ინტელექტუალური და ავტორიტეტული.
1. უფლის ხსენება
2. მშვიდობის სადღეგრძელო
3. ქვეყნის, სამშობლოს სადღეგრძელო
4. წინაპრების სადღეგრძელო
5. გარდაცვლილთა ხსნოვნა
6. მომავლის, ბავშვების სადღეგრძელო
7. მშობლების სადღეგრძელო
8. დიასახლისების, ქალბატონების სადღეგრძელო
9. მეგობრების სადღეგრძელო
10. სიყვარულის სადღეგრძელო
11. ქართული ტრადიციების, ადათ-წესების სადღეგრძელო