4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს პოლონური ავიაკომპანია „Enter Air“ შეასრულებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სულ, ჩარტერული ავიაკომპანია 18 რეისის შესრულებას გეგმავს.
პოლონურ ავიაკომპანიას ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე მიანიჭა.