პოლონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ საჰაერო გზით.
საჰაერო გზით პოლონეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩამოსვლა როგორც ბათუმის ასევე ქუთაისის აეროპორტში.
ბათუმის აეროპორტში ჩარტერული ფრენები ხორციელდება მხოლოდ ზაფხულობით, ბათუმი-ვარშავა, კვირაში ერთხელ.
ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია ვიზეარი ასრულებს რეგულარულ რეისებს პოლონეთის მიმართულებით, ქუთაისი-ვარშავა ( 39 ევრო ერთი გზა) და ქუთაისი-კატოვიცა, კვირაში ორჯერ. (https://wizzair.com)
თბილისის აეროპორტში კი პოლონეთის მოქალაქეს შეუძლია ჩამოფრინდეს პოლონეთის ავიახაზებით (LOT POLISH AIRLINES), რომელიც ასრულებს რეისებს კვირაში სამჯერ ვარშავის მიმართულებით. (750 ლ. ერთი გზა) (http://www.lot.com).