ქართული ღვინო

ქართული ღვინო

ვაზი და ადამიანი საქართველოს მიწაზე ერთ დროს გაჩნდნენ და დღემდე ერთმანეთს აცოცხლებენ. ქართულ ღვინოში განსახიერებულია ქართველი ერის ისტორია, კულტურა და ცხოვრების წესი. იგი სტუმარმასპინძლობის, მეგობრობის, ურთიერთგატანისა და დღეგრძელობის საიდუმლოა.

მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციებს საქართველოში 8000-წლიანი ისტორია აქვს. საერთაშორისო ორგანიზაციამ UNESCO-მ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს აჭარა, სადაც მაღლარი ვენახის გავრცელების ზედა საზღვარი ზღვის დონიდან 1.200 მეტრს აღწევს.

მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საგანძურში, ვაზისადმი მზრუნველობის, ვენახის გაშენება-მოვლის უძველესი ტრადიციების ჩამოყალიბებაში აჭარას ღირსეული ადგილი უკავია. მნიშვნელოვანია ამ მხარის წვლილი ვაზის - უმდიდრესი გენოფონდის, ამ ეროვნული განძის შექმნის საქმეში. ამ პატარა ტერიტორიაზე (2.9 ათასი კვ.კმ) მრავალფეროვნებით გამორჩეულ ბუნებრივ-ლანდშაფტურ პირობებში, თავის წილად 40-ზე მეტი კულტურული ვაზის ჯიშია შექმნილი და აპრობირებული. აჭარაში მევენახეობის ისტორიულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი. აქ წარმოებული ღვინოები "ცოლიკაური" და "ჩხავერი" დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში

თეგები: