მაჭახლის ხეობის 6 საიდუმლო და რამდენიმე მიზეზი, რაც იქ წასვლას  გადაგაწყვეტინებს

მაჭახლის ხეობის 6 საიდუმლო და რამდენიმე მიზეზი, რაც იქ წასვლას გადაგაწყვეტინებს

თუ მთის პეიზაჟები და ისტორიული მისტერიები შენი შთაგონების წყაროა, მაჭახელა საუკეთესო იდეა იქნება. ეს არის ხეობა ეთნო-სოფლებით, მდინარეებით, ხიდებით, ციხეებით, ჩანჩქერებითა და საიდუმლოებებით, რომლებიც აქ  საუკუნეებია ინახება

საიდუმლო №1

იცოდი, რომ თოფი “მაჭახელა” პირველი ქართული ცეცხლსასროლი იარაღია და ის პირველად  მე-16 საუკუნეში სწორედ ამ ხეობაში დამზადდა?  

ზედა ჩხუტუნეთის მკვიდრი  ზაზა ნაგერვაძე თავად მოგიყვება თუ მის სამჭედლო-სახელოსნოს ეწვევი.  ზაზა თოფებს  ბავშვობიდან აკეთებს და ამ შედევრების დასამზადებლად დღემდე იყენებს  ძველ სამჭედლო ტექნოლოგიას. რომ იცოდე, აქ რამდენი უცნობი ისტორიაა თავმოყრილი ...

საიდუმლო №2  

ეს ინსტალაცია არ გეგონოს, ნამდვილი ქვემეხია და სოფელ სკურდიდში მეორე მსოფლიო ომის დროიდან დგას.  რა დანიშნულება ჰქონდა ქვემეხს, სჯობს ადგილზე გაიგო

საიდუმლო #3  

გვარას ციხესაც იგივე ფუნქცია ჰქონდა, რაც ქვემეხს, თუმცა გაცილებით ადრე - სადღაც მე-6 მე-7 საუკუნეში.

ციხე აშენებულია კლდოვან ბორცვზე. იქედან იშლება, როგორც ჭოროხის, ისე მაჭახლის ხეობის გამაოგნებელი სივრცე.

ციხისკენ მიმავალი ბილიკი კი ერთხანს დაგავიწყებს სად მიდიოდი ... 

საიდუმლო №4  

ცხემლარას თაღოვანი ხიდი 7-10 საუკუნის წინ ქვითა და კირით ააგეს და  არ გაინტერესებს რამდენ ხანს გადაადგილდებოდნენ ადგილობრივები ამ ხიდზე?

საიდუმლო №5  

სოფლის მცხოვრებლები გაგიმხელენ, როგორ ააგეს ჰაერში დაკიდული ხიდი,   რომელიც  თავიდან ბოლოში გასვლამდე ჰამაკივით ირწევა

საიდუმლო №6

ადრე  მეჩეთი - ახლა ეთნოგრაფიული მუზეუმი

გასაოცარი არ არის? 300 წელია როგორ ინარჩუნებს  ხის  ეს ორნამენტები ფერებს?

 

მიზეზი №1 - ეკო სამოთხე

მაჭახელას ეროვნული პარკისკენ  მარშრუტები ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. გზები კი  კოლხური ტიპის ველურ ტყეში შედის და მთავრდება:

1. მთავარანგელოზის მთასთან;  2. გადასახედთან, საიდანაც მოსაზღვრე თურქეთის დაცულ ტერიტორიას და ხეობაში განლაგებულ მაჯისა და ხელის ფორმის    სოფლებს (აქედან მოდის სახელი “მაჭახელი”) შეგიძლია გადაავლო თვალი  და  3. ტყუპ ჩანჩქერთან

მიზეზი №2 - ჩანჩქერი

დანახვისთანავე ისე მოგაჯადოებს, რომ  დარწმუნდები ეს ერთერთი საოცარი პეიზაჟია, რაც  მოგზაურობისას  შეგხვედრია

მიზეზი №3 - შემოდგომის არნახული პეიზაჟები

დაკლაკნილი გზების შარმი, მწვანე მდინარეები  თავზე მდგომი შეფერადებული მთებითა და  მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებით - უდაბნოს სივრცეში  იშლება 

აღმოჩენების გზა, რომელსაც ხეობის მთავარ საიდუმლომდე მიყავხარ, ბათუმიდან 22 კილომეტრში  სწორედ აქედან, ცნობილი თოფის მონუმენტიდან იწყება

თეგები: