საკრუიზო ტურიზმი

საკრუიზო ტურიზმი

კავკასიის რეგიონში ლოჯისტიკურ ცენტრად აღიარებული ბათუმის პორტი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში პოპულარულ საკრუიზო მიმართულებას წარმოადგენდა. ბოლო წლებში საკრუიზო ტურიზმი კვლავ იბრუნებს აქტუალობას, რასაც ადასტურებს ყოველწლიურად შემოსული საკრუიზო ხომალდების მზარდი სტატისტიკა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაინტერესება ბათუმის მიმართულებით. საკრუიზო გემები, რომლებიც ბათუმს სტუმრობდნენ: "Riviera", "Amadeus", "Island Sky", "Albatros", "Silver Wind", "Minerva", "Spirit of Advernture", "Prinsendam", "Regatta", "Princess Daphne".

თეგები: