ტურიზმის სახეობები - GoBatumi
კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი

კულტურული ტურიზმი

1 / 5

აჭარა თავისი მრავალფეროვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ფესტივალებითა და კულტურული ღონისძიებებით ნამდვილი აღმოჩენაა კულტურული ტურიზმის მოყვარულთათვის. აჭარაში კულტურული ღონისძიებების ეპიცენტრი ბათუმია. იგი ყოველწლიურად მნიშვნელოვან კულტურულ, სპორტულ და სამეცნიერო ღონისძიებებს, სახალხო დღესასწაულებს, საერთაშორისო მუსიკალურ თუ კინო ფესტივალებს მასპინძლობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბათუმს ისეთი პოპულარული შემსრულებლები სტუმრობდნენ, როგორებიცაა ჯამიროქუაი, მეისი გრეი, პროდიჯი, ქუინსი ჯონსი, სნუუპ დოგი, ლორინ ჰილი, ჯო სთოუნი, დე ლა სოული, Maroon 5, Sting, ერიკა ბადუ და სხვები.

 

ღონისძიებები:

 

სახალხო დღესასწაულები:

  •  შუამთობა (აგვისტო)
  •  მაჭახლობა (სექტემბერი)
  •  ქედელობა (ოქტომბერი)
  •  ჩაქვისთაობა (სექტემბერი)
  •  სელიმობა (ივნისი)
  •  კოლხობა (აგვისტო)
  •  შემოდგომა ქედაში (ოქტომბერი)
  •  ქობულეთობა (ივნისი)

 

რეგიონის ისტორიულ-კულტურულ სიმდიდრეს ადასტურებს, როგორც აჭარის ტერიტორიაზე შემორჩენილი უძველესი ძეგლების ნაშთები, ისე თვითმყოფადი კულტურული მემკვიდრეობა. უძველესი დროიდან იღებს სათავეს თითქმის მთელ მსოფლიოში ცნობილი ქართული ფოლკლორის გამორჩეული ცეკვები "ხორუმი" და "აჭარული", რომლებიც ჩვენი რეგიონის იდენტობის საუკეთესო გამოხატულებაა. მნიშვნელოვანია რეგიონის სიმდიდრე არქეოლოგიური თვალსაზრისითაც, იგი საკაცობრიო ცივილიზაციის მეტად საინტერესო რეგიონთა რიცხვს განეკუთვნება. მე-19 საუკუნეში ბათუმის საპორტო ქალაქად გადაქცევას უკავშირდება ევროპელი არქიტექტორების მიერ ქალაქის განაშენიანება. ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული შენობები დღესაც მიმზიდველ და განსხვავებულ იერს სძენს ზღვისპირა ქალაქს.

თეგები: