ტურიზმის სახეობები - GoBatumi
ეკო ტურიზმი

ეკო ტურიზმი

მობუდარ თუ გადამფრენ ფრინველებსა და ნოტიო სუბტროპიკული ტყეების იარუსებად გაზრდილ მცენარეებზე დაკვირვება, ქვიშის დიუნები, სფაგნუმიანი ჭაობები, კატერით გასეირნება, ზიპლაინი, ულამაზეს ტბებზე ლაშქრობა, კულტურული ძეგლების, ტაძრებისა და თაღოვანი ხიდების დათვალიერება, ფეხით და ცხენით აჭარის საოცარ სოფლებში გასეირნება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ეკოტურისტული აქტივობებისა, რომლითაც აჭარის დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება გაერთოთ.

აქ არის ოთხი დაცული ტერიტორია, კეთილმოწყობილი ბილიკებითა და ველობილიკებით, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებით. აჭარის ლანდშაფტი შესანიშნავ საშუალებას იძლევა ლაშქრობების მოსაწყობად, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურების გასამართად. მოვლილი, მაგრამ ხელუხლებელი ბუნება, მდიდარი მწვანე გარემო, ჩანჩქერები, ტბები და მდინარეები, ნაკრძალები – ენდემური და რელიქტური სახეობებით, მთები, რომელიც ცასთან გაახლოებს და ზღვა – უნიკალური სამყაროთი ტურიზმის ამ სახეობის მოყვარულთათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს. ქობულეთის, კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბა, გოდერძის ტყე და ქვიშის დიუნები და კიდევ ბევრი ულამაზესი ადგილი- თქვენთვის, უდაოდ, აღმოჩენად იქცევა.

თეგები: