კატალოგი - GoBatumi
ტბელობა

პერიოდი: ოქტომბერი

ტბელობა 1979 წლიდან ტარდება სხალთა-ხიხაძირის ხეობაში. იგი დაკავშირებულია აქაური მკვიდრის, XIII საუკუნის მწერლის, მეცნიერისა და მოაზროვნის, საერო და სასულიერო მოღვაწის ტბელ აბუსერიძის სახელთან. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძე წმინდანად იქნა შერაცხული, მას შემდეგ ტბელობის ჩატარება დაუკავშირდა მისი ხსენების დღეს. მასში მონაწილეობენ საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, მწერლები, პოეტები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები. ამ დროს ეწყობა სპორტული შეჯიბრებები, ხელმარჯვე ოსტატთა ნამუშევრების გამოფენები.

თეგები: