კატალოგი - GoBatumi
მაჭახელას დაცული ტერიტორიები

მაჭახელას დაცული ტერიტორია (საერთო ფართობი: 8733 ჰა) ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფაგლებში მდ. მაჭახელას ხეობაშია მოქცეული.

იგი უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნითაა შექმნილი.

მაჭახელას ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორია ეკოლოგიური დერეფნის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სამხრეთ დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს (კერძოდ, მტირალას ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს) და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის დაცულ ტერიტორიებს (კერძოდ, ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატს) ერთმანეთთან აკავშირებს.

მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ კავკასიური ფუტკარი, მურა დათვი, კასპიური შურთხი, კავკასიური სალამანდრა, უთხოვარი, ჭოროხის მუხა, უნგრეთის შქერი, ლაზური ზამბახი.

თეგები:

მაჭახელას დაცული ტერიტორიები

სანახაობა და კულტურა
მაჭახელას დაცული ტერიტორიები
0 32 275 23 53
info@apa.gov.ge