კატალოგი - GoBatumi
Black Sea Arena Black Sea Arena Black Sea Arena Black Sea Arena Black Sea Arena Black Sea Arena
Black Sea Arena Black Sea Arena Black Sea Arena Black Sea Arena Black Sea Arena Black Sea Arena

შეკვეთილში, ბათუმიდან 45 კმ-ის დაშორებით მდებარეობს შავი ზღვის რეგიონის ყველაზე დიდი და უნიკალური საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, რომელიც 10 000 ადამიანს იტევს. მის ძირითად ნაწილს წარმოადგენს საკონცერტო სივრცე, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი ძვირადღირებული ტექნიკითაა აღჭურვილი, მოძრავი სახურავი კი, ამინდზეა მორგებული.

Black Sea Arena 2016 წლის ივლისში გაიხსნა. ამის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონის ყველაზე დიდმა საკონცერტო დარბაზმა არაერთ ვარსკვლავს უმასპინძლა. Black Sea Arena-ზე დაუვიწყარი კონცერტები გამართეს: ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, 5 გრემის მფლობელმა, კრისტინა აგილერამ, მევიოლინე ვანესა მეიმ, ლეგენდარულმა ჯგუფებმა “Scorpions”, “Aerosmith”, ქეთი მელუამ, ერიკ ბენემ. გრემის ოთხგზის ნომინანტმა, კომპოზიტორმა და მომღერალმა ბენემ მისი ჰიტად ქცეული სიმღერები შეასრულა.

 

Black Sea Arena ყველა სეზონზე დატვირთულია საესტრადო თუ ფოლკლორული კონცერტებით. ამასთან, შეგიძლიათ, დაათვალიეროთ იქვე მდებარე მინიატურული ნაგებობების პარკი – „საქართველო მინიატურებში“. პარკში, რომელიც ორი ჰექტარი მიწის ფართობზეა გაშენებული, წარმოდგენილია 50-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლის მინიატურა. აქვეა ვიზიტორთა ცენტრი, მინი ამფითეატრით, კაფეთი და სხვა ფუნქციური სივრცეებით.

თეგები: