Events - GoBatumi
ხელოვნების სივრცე
გართობა 18:00

ხელოვნების სივრცე

თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ 8 ივნისს 18:00 საათზე გამოფენა "ბათუმი"ს გახსნას.

კურატორი ალექსანდრე ფლორენსკი

"მე ვცხოვრობ სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის და ხშირად ვიმყოფები ბათუმში, სადაც მე19 საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა ჩემი დიდი ბაბუას ოჯახი. დიდი ბაბუა კი ხელმძღვანელობდა, მაშინ ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობას.
თემა ბათუმზე და მის შემოგარენზე (ქობულეთი, კვარიათი) დიდი ხანია აისახა ისეთი მხატვრების ნამუშებრებში როგორებიც არიან მამუკა ცეცხლაძე, მიხეილ შენგელია და ვახო ბუღაძე.

ამის გარდა, ბოლოს წლების განმავლობაში რამოდენიმეჯერ გავუწიე ორგანიზება შემოქმედებით ტურს ბათუმში ჩემი თბილისელი(თუთუ კილაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, რუსო გიგაშვილი) და სანქტ-პეტერბურგენი მეგობრებისთვის.
მე ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა წარმომედგინა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცისთვის ჩემი საყვარელი ავტორებისგან შემდგარი გამოფენა, რომელთაც ბათუმის თემატიკა გააერთიანებდათ.

გამოფენაზე წარმოდგენილი უმეტესობა მხატვრებისა დაკავებულია ფიგურატიული ფერწერით, მაგრამ არის გამონაკლისიც, აბსტრაქციონისტი- უშანგი ხუმარაშვილი, რომელთან ერთადაც პირველად ვეწვიე ბათუმს 10 წლის წინ, 2009ში."
მონაწილე მხატვრები თბილისიდან: ვახო ბუღაძე, მამუკა ცეცხლაძე,მიხეილ შენგელია, უშანგი ხუმარაშვილი, თინათინ ჩხიკვიშვილი, რუსო გიგაშვილი, ტუტუ კილაძე.
მონაწილეები სანკტ-პეტერბურგიდან: ტატიანა სერგეევა, ელენა ანდრეევა, მაშა ივანოვა, ირინა როონ, ოლგა ფლორენსკაია, კატია ფლორენსკაია, ალექსანდე ფლორენსკი.

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები