კოლხობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა ლაზური ფოლკლორისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად 1979 წელს ჩამოაყალიბეს თავდაპირველი სახელწოდებით „ქვაომზახობა“. დღესასწაული ისტორიული ლაზეთის, ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფის ზღვის სანაპიროზე იმართება.
დროთა განმავლობაში, ლაზთა სახალხო დღესასწაულს კოლხობა ეწოდა, რაც ღონისძიების მასშტაბურობის გაზრდამ და მასში მთელი კოლხეთის ჩაბმულობამ განაპირობა.
ღონისძიება უკვე წლებია სარფის სანაპიროზე იმართება და მასში მონაწილეობას მთელი დასავლეთ საქართველო ღებულობს.
სიტყვა კოლხობა მომდინარეობს კოლხეთიდან. კოლხეთი - საქართველოს უძველესი ისტორიული მიწაა, რომელიც განთქმული იყო განსაკუთრებული კულტურით, სიმდიდრითა დაგანვითარებული ეკონომიკით.
გარდა ღონისძიებაზე დასწრებისა, აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ლაზური კერძები და მოინახულონ სარფის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ტაძარი და ჩანჩქარი.
პროგრამა:
ჩატარების თარიღი: 24/08/2019
დასაწყისი: 16:00
ჩატარების ადგილი: სარფის სანაპირო
მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ტელეფონი: 599 359 191
ელ-ფოსტა: khelvachauri.mun@gmail.com
ვებ-გვერდი: http://khelvachauri.ge/
Google Map: https://www.google.com/maps/place/