Events - GoBatumi
პირველი გამოფენა კოსმოსში
გართობა 12:00

პირველი გამოფენა კოსმოსში

ღონისძიების აღწერა:                      
 გამოფენა საზღვრებს მიღმა
2019, 24 აგვისტო, ბათუმი, საქართველო, 13:00 
პირველად თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში,
საგამოფენო სივრცედ ახლო-კოსმოსი გადაიქცევა.

ბათუმიდან სტრატოსფეროში
ქართველი მხატვრის - რომანოზის 3 ნამუშევარი გამოიფინება ზღვის დონიდან 45 კილომეტრზე. ტილოზე შესრულებული 3 ნამუშევარი სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით არტ კაფე ბოტანიკოს ტერიტორიიდან გამეგზავრება სტრატოსფეროში.
ტრანსცენდენტალური ხელოვნების რეკორდულ სიმაღლეზე გამოფენა იქნება პირველი პრეცედენტი ხელოვნების ისტორიაში, რომლის პროცესი სრულფასოვნად იქნება დოკუმენტირებული ვიდეო მასალაზე და წარსდგება  ფართო აუდიტორიის წინაშე მისი დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ. 

ქვეცნობიერიდან კოსმოსმდე
ტრანსცენდენტალიზმი, როგორც ჟანრი ტრადიციული იდეების და საზღვრებს მიღმა გასვლას ნიშნავს. ქვეცნობიერში ჩასახული ნახატი გასცდება ტრადიციულ საგამოფენო სივრცეს და რეკორდულ სიმაღლეზე მოხდება მათი გამოფენა.

გამოფენა დედამიწაზე
კოსმოსში მიმდინარე გამოფენის პარალელურად,  ბოტანიკოში სტარტს აიღებს მულტიმედია ფესტივალი. ცოცხალი ექსპერიმენატლური მუსიკის ფონზე გამოფენილი იქნება  ხელნაკეთი პრინტების უნიკალური კოლექცია, დაიდგმება პერფორმანსები, ინსტალაციები და ვიდეო არტი

ხმის დიზაინი
Tete Noise-ის მიერ შექმნილი ორიგინანული საუნდი წარმოადგესნს ბგერით სპექტრალურ გამოსახულებას, რომელიც შეიქმნა იმ ნამუშევრებისთვის, რომლებიც გამოიფინება ახლო კოსმოსში. ორიგინალურ ფერწერულ ნამუშევარს მიეცა საკუთარი საიდენტიფიკაციო ჟღერადობა. ამ საუნდის მოსმენისას სპექტოგრამაზე სხვა ბგერებთან ერთად მკვეთრად გამოისახება ფერწერული ნამუშევრის სპეციფიური საუნდი და სპექტოგრამა ბგერების გამოყენებ ასახავს ფერწერულ ნამუშევარს.

არტისტები:
მხატვარი - რომანოზი
იდეის ავტორი - თო კო
ხმის დიზაინი - TeTe Noise

ღირებულება:  30,170 GEL
ჩატარების თარიღი: 24.08.19
დასაწყისი: 12:00
ჩატარების ადგილი:  ქ.ბათუმი. ბოტანიკო
მისამართი: საოცრებათა პარკი, ანბანის კოშკის მიმდებარედ
ტელეფონი: +995 598 217 606
ელ-ფოსტა: kerashviliketuna@gmail.com
ვებ-გვერდი: https://www.romanoz.com/exhibition-in-space

 

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები