ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის დელფინარიუმი

ეწვიეთ დელფინების საოცარ წარმოდგენას, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში იმართება. 1974 წელს შექმნილი ეს ობიექტი მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. დღევანდელი დელფინარიუმი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის შენობას, ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის უახლესი შესაძლებლობებითა და საოცარი წარმოდგენებით. დელფინარიუმის ამფითეატრი 703 მაყურებელზეა გათვლილი.

დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობაა, რომელიც ნებისმიერ ამინდში იმართება. ქართულ, ინგლისურ და რუსულენოვან სანახაობაში რვა დელფინი მონაწილეობს – მაყურებლის პოზიტიური განწყობის შექმნაზე ზრუნავენ კაკო, მონიკა, ზორო, მაია, ბელუჩი, ნინი, ციცი და მისი ქალიშვილი ოლიმპია. ისინი წარმოგიდგენენ 30-მდე ნომერს, სამ ცეკვას, რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს, დაუვიწყარ Foot Push-სა და მრავალ სხვა ახალ და შთამბეჭდავ ნომერს. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, დრო ამ საოცრად ჭკვიანი და მოსიყვარულე არსებების გარემოცვაში გაატაროთ.