ტურიზმის სახეობები - GoBatumi
სოფლად ტურიზმი

სოფლად ტურიზმი

აჭარის თვალწარმტაცი ბუნება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებს ჰქმნის. აჭარის სოფლებში ტურისტებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ სხვადასხვა საქმიანობებში, როგორიცაა: მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა. ასევე გაეცნონ ხალხური რეწვის სახეებს, იჯირითონ ცხენზე, ინადირონ, ითევზაონ, მოაწყონ ლაშქრობები, დააგემოვნონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული ადგილობრივი კერძები და გაეცნონ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს.

თეგები: