ტოპ ფაქტები - GoBatumi
ბათუმის ქუჩების ტოპ 7 ხელოვნების ნიმუში

ბათუმის ქუჩების ტოპ 7 ხელოვნების ნიმუში

საქართველოს შავიზღვისპირეთში სულ უფრო პოპულარული ხდება გრაფიტისა და ქუჩის მხატვრობის ფესტივალები, რომელიც ზაფხულობით იმართება. ბათუმის ცენტრალურ უბნებში სეირნობისას, არ გამოგეპარებათ სხვადასხვა თემატიკით, გამოსახულებებითა თუ წარწერებით მოხატული კედლები. ასეთი ადგილები ხშირად ექცევა ტურისტების ყურადღების ცენტრში და მათი აპარატების ობიექტივში. ქართველებთან ერთად, ასეთ ფესტივალებში, როგორც წესი, უცხოელი არტისტებიც მონაწილეობენ 

გთავაზობთ ტოპ  7 გრაფიკულ ნამუშევარს, რომელსაც შეიძლება ბათუმში წააწყდეთ:

#1. SEA SELFIE ("ზღვის სელფი")

საქართველოში ყველაზე მასშტაბური გრაფიკული ნამუშევარი ბათუმში მდებარეობს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელზე განთავსებული „ზღვის სელფი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ფოტოების მოყვარული ტურისტებისთვის, ეკუთვნის არტისტს Dr. Love. (ბაჩა ხოფერია)

Photo: https://www.facebook.com/batumigrafikart

#2. SUNFLOWERS ("მზესუმზირები")

ძველ ბათუმში სეირნობისას მარტივად შეიძლება გადააწყდეთ ვან გოგის მზესუმზირების საინტერესო ინტერპრეტაციას, რომელიც თეზი გაბუნიას ეკუთვნის.

Photo: https://www.facebook.com/tezi.gabunia

#3. TAMOONZ

არტისტი სახელად Tamoonz (თამუნა წახნაკია ) ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბათუმის ქუჩები თავისთვის სახასიათო ფერადი არსებებით მოხატა 2014 წლის გრაფიკული ფესტივალის ფარგლებში.

Photo: https://www.facebook.com/batumigrafikart

#4. საზღვაო აკადემიის კედლებზე შესრულებული გრაფიკული ნამუშევარი.

ქართველი და პოლონელი მხატვრების მიერ საზღვაო აკადემიის კედლებზე შესრულებული ნამუშევრების თემატიკა საზღვაო სფეროს ეხება და ურბანული მხატვრობის თანამედროვე კონცეფციების გაცნობას და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას უწყობს ხელს 

 

#5  . DR. LOVE

პოპ-არტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობა იყო და დღესაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. არტისტმა Dr. Love (ბაჩა ხოფერია) სწორედ ამ სტილით შექმნა გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეთ.

Photo: https://www.facebook.com/batumigrafikart

 

#6. ბათუმის ეზოს ამბები

ის, რომ ხელოვნება უნდა ასახავდეს ადამიანების ცხოვრებას, ყველაზე კარგად ძველი ბათუმის ეზოებში შეგიძლიათ შეიგრძნოთ, სადაც პროექტ „ბათუმის ეზოს ამბების“ ფარგლებში მუსია ქებურიამ და სხვა არტისტებმა ნამუშევრები ეზოს მაცხოვრებლებთან უშუალო კონტაქტის საფუძველზე შექმნეს.

Photo: https://www.facebook.com/BatumiBackyardStories

 

 #7. გრაფიკული ნამუშევრები ანბანის კოშკთან

ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრების მთელი სერია შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც 2014  წლის „სთრით არტ „ ფესტივალის ფარგლებში შეიქმნა.

Photo: https://www.facebook.com/batumigrafikart

თეგები: