ტოპ ფაქტები - GoBatumi
6 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ ბათუმს გაზაფხულზე

6 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ ბათუმს გაზაფხულზე

ზამთრის ცივი და პირქუში დღეები წარსულს ჩაბარდა, დროა ჩაალაგოთ ჩემოდანი და გაზაფხულის დადგომას ბათუმში შეხვდეთ. სითბო და მზიანი ამინდები საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად დაათვალიეროთ ბათუმი, რომელიც მარტივად აერთიანებს ძველ და ახალ არქიტექტურას, უძველეს ტრადიციებსა და ინოვაციებს.

 

გთავაზობთ 6 მიზეზს თუ რატომ უნდა ეწვიოთ ბათუმს გაზაფხულზე

 

# 1. ბათუმის ბულვარი

თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ ბათუმის ბულვარში, დატკბეთ ახლად აყვავილებული მაგნოლიებისა და კამელიების სურნელით, მოცეკვავე შადრევნებით და კაფე-ლაუნჯებით, რომლებიც ბულვარს მთელს სანაპირო ზოლზე გასდევს.

 

# 2. ველოსიპედით გასეირნება

სანაპირო ზოლის დათვალიერება ველოსიპედითაც შეგიძლიათ - მცირე დროში გადაავლებთ თვალს მთელს სანაპიროს და ისიამოვნებთ შავი ზღვის ულამაზესი ხედებით.

 

# 3. ბათუმის ბოტანიკური ბაღი

თუ დასვენებას ბუნებაში ამჯობინებთ, თქვენთვის იდეალური არჩევანია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომლის ფლორაც გაგაოცებთ თავისი მრავალფეროვნებით - აქ შეხვდებით სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებულ მცენარეთა 5000-ზე მეტ სახეობას.

 

# 4. საფეხმავლო ტურიზმი

ლაშქრობის მოყვარულებს გელოდებათ მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, ხიხაძირის ხეობა ულამაზესი ხედებით, უძველესი ციხე სიმაგრეებით, უნიკალური ფლორითა და ფაუნით.

 

 

# 5. ქართული სამზარეულო

მსოფლიოში ცნობილი ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი აჭარული კერძებია, განსაკუთრებით, აჭარული ხაჭაპური. გურმანებს აქ საოცარი კულინარიული მრავალფეროვნება გელით, თუმცა არც ალკოჰოლის მოყვარულები დარჩებიან იმედგაცრუებულნი. საქართველოში მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერა სწორედ აჭარაა, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინის უნიკალური სახეობები "ქედის ცოლიკაური" და "ჩხავერი".

 

 

# 6. კურორტი გოდერძი

თუ ზამთრის ნოსტალგია გაწუხებთ და ვერ შეელიეთ თოვლსა და თხილამურებს შეგიძლიათ მოინახულოთ სამთო-სათხილამურო კურორტი - გოდერძი. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე განლაგებული კურორტი იდეალური დასვენებისთვის გთავაზობთ სუფთა ჰაერს, შთამბეჭდავ ხედებს, ულამაზესი ბუნების პეიზაჟებს და კარგად აღჭურვილ სათხილამურო ტრასებს.

 

 

თეგები: