ტურიზმის სახეობები - GoBatumi
საქმიანი ტურიზმი
საქმიანი ტურიზმი
საქმიანი ტურიზმი
საქმიანი ტურიზმი

საქმიანი ტურიზმი

1 / 4

აჭარაში გამართული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო მნიშვენლობისა და მაღალი დონის ღონისძიებების ფონზე, მხარემ MICE-ტურიზმის ტრანსნაციონალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, უგემრიელესი ადგილობრივი, ევროპული თუ აზიური სამზარეულო, მსოფლიო დონის მომსახურება, მომხიბვლელი გარემო – ის პირობებია, რომელიც აჭარაში ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას განაპირობებს.

გარდა საერთაშორისო ბრენდებისა – „რადისონი“, „ჰილტონი“, „შერატონი“, „ვინდჰემი“ – რომლებიც აჭარაში ოპერირებენ, მაღალი დონის შეხვედრების, კონფერენციებისა და გამოფენების გასამართად საჭირო ინფრასტრუქტურას აქ ადგილობრივი სასტუმროებიც შემოგთავაზებენ.

ტურისტული გამოფენები:

- Expo Batumi - ბათუმის ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა

- AgExBatumi - ბათუმის აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა

- Batumi Build  - ბათუმის საერთაშორისო სამშენებლო და დიზაინის გამოფენა

- Ruralconf.com  - სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

თეგები: