საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციები 8000 წლის წინათ იღებს სათავეს. UNESCO–ს მიერ ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია აღიარებულ იქნა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას სწორედ აჭარა წარმოადგენს. აჭარის მასშტაბით მევენახეობა განსაკუთრებით განვითარებულია ქედის მუნიციპალიტეტში. აჭარაში წარმოებული ღვინის უნიკალური სახეობებია "ქედის ცოლიკაური" და "ჩხავერი".