კულტურული ძეგლები

კულტურული ძეგლები

გამორჩეულია ჩვენი რეგიონი საინტერესო ისტორიული წარსულითა და კულტურული ღირებულებებით. საქართველოს ერთ-ერთი უძველესი გონის-აფსაროსის ციხე-სიმაგრე ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე უხვადაა მოპოვებული რომაული ხანის მასალა. გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. ზოგიერთი წყაროს გადმოცემით, აქვეა დაკრძალულიქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი - მატათა. გონიოს ციხის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მუზეუმი. "გონიოს განძად" წოდებული ანტიკური პერიოდის უნიკალური ნივთების დიდი ნაწილი ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.

თეგები: